19 აპრილი 2024,   13:13
ვრცლად
ესპანეთის "ბასკონიამ" მორიგი გამარჯვება იზეიმა - თორნიკე შენგელიამ საკუთარ გუნდს 19 ქულა შესძინა

საკალათბურთო ევროლიგის მე-13 ტურში მორიგი გამარჯვება იზეიმა ესპანეთის "ბასკონიამ", ამჯერად ვიტორიელებმა ბელგრადში ადგილობრივი "ცრვენა ზვეზდა" 72:64 დაამარცხეს.

37 წუთი ითამაშა სტუმართა შემადგენლობაში თორნიკე შენგელიამ, ქართველმა კალათბურთელმა საკუთარ გუნდს, 19 ქულა შესძინა. 8 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტი 18 იყო.

ევროლიგის მიმდინარე გათამაშებაზე "ბასკონია" 6 მოგებით მე-9 ადგილზეა და 17 დეკემბერს სტუმრად "ვალენსიას" შეხვდება.

დღის ამბები