20 აპრილი 2024,   11:32
ვრცლად
ხაბიბ ნურმაგომედოვმა ტონი "ელ კუკუი" ფერგიუსონთან თავის მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა

UFC-ის ჩემპიონმა საშუალო წონაში, დაუმარცხებელმა დაღესტნელმა მებრძოლმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა  ტონი "ელ კუკუი" ფერგიუსონთან თავის მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

ხაბიბის განცხადებით, ის განსაკუთრებულ რეჟიმში მოემზადება ბრძოლისთვის. მას გათვითცნობიერებული აქვს, რომ უმძიმესი დაპირისპირება ელის. დაღესტნელი ამბობს, რომ ფერგიოსონი უძლიერესი მეტოქეა, თუმცა მას ამერიკელი არ მოსწონს.

"ის შესანიშნავი მებრძოლია თუმცა როგორც პიროვნებას პატივს არ ვცემ, ამ დრომდე ვერ გამიგია რა უნდა ამერიკელს, მას სერიოზული მენტალური და ფსიქიკური პრობლემები აქვს თუმცა ეს ჩემი საქმე არ არის."

ხაბიბსა და ტონი ფერგიუსონს შორის ბრძოლა 2020 წლის 18 აპრილს, ნიუ-იორკში გაიმართება.

დღის ამბები