19 აპრილი 2024,   10:37
ვრცლად
"გაბედეს" ინფორმაციით, 14 დეკემბრის აქციაზე სტუდენტები ქუთაისიდან მოტყუებით მოყავთ

"ქართული ოცნების" 14 დეკემბრის აქციაზე სტუდენტები მოტყუებით მიყავთ - ინფორმაციას მოძრაობა "გაბედეს" ქუთაისის ორგანიზაცია ავრცელებს.

მოძრაობის წევრებმა დღეს წერეთლის უნივერსიტეტთან ბრიფინგი გამართეს  და სტუდენტების აქციაზე მოტყუებით წაყვანის ფაქტზე ისაუბრეს. მათი თქმით, სტუდენტების ეუბნებიან, რომ ხვალ ღონისძიებაზე უფასოდ  წაიყვანენ და ამაში ლექტორები არიან ჩართული. მოძრაობის წევრები  მოუწოდებენ სტუდენტებს არ მოტყუვდნენ და "ქართული ოცნების" აქციაზე გაუაზრებლად არ მოხვდნენ.

"ჩვენც სტუდენტები ვართ და ვიცით, რას ეუბნებიან სტუდენტებს. მათ ატყუებენ, რომ ეს არის ღონისძიება, რეალურად ყველამ ვიცით, რომ "ქართული ოცნების" აქციაა. სტუდენტების ჰპირდებიან თბილისში უფასოდ წაყვანას და კვებას და ხდება მათი მოტყუება. ამაში ჩართული არიან ლექტორები, რომელთა გამოცდებიც აქვთ ჩასაბარებელი. მოვუწოდებთ სტუდენტებს, არ მოტყუვდნენ და  "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ნაწილში არ მოხვდნენ,"-განაცხადა გაგი ახალაძემ.

დღის ამბები