20 აპრილი 2024,   17:50
ვრცლად
ეს არის პირველი ოფიციალური ვიზიტი, რაც ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას - ირაკლი ჩიქოვანი პრემიერ-მინისტრის უკრაინაში ვიზიტზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა, პრემიერ-მინისტრსა და უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის პირველ ოფიციალურ შეხვედრაზე ისაუბრა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მნიშვნელოვან თანამშრომლობას, მეგობრობას და იმ შესაძლებლობებს, რომელიც საქართველოსა და უკრაინას შორის არსებობს.

პრესსპიკერის განცხადებით, საუბარი ასევე იმ შესაძლებლობებს შეეხო, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ერთმანეთს გავუზიაროთ მოსაზრებები, რომელიც გვაქვს საერთო პრობლემების გამკლავების, ასევე პოზიტიური გამოცდილების თვალსაზრისით, როგორიც არის ოკუპაცია და ასევე, ევროპული ინტეგრაცია

"დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის უკრაინაში ვიზიტის ორმხრივი ნაწილი. ეს არის პირველი ოფიციალური ვიზიტი, რაც ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას. ჩვენ პირველი შეხვედრა გავმართეთ უმაღლესი რადა-ს თავმჯდომარესთან, სადაც საუბარი შეეხო შესაძლებლობებს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ერთმანეთს გავუზიაროთ მოსაზრებები, რომელიც გვაქვს საერთო პრობლემების გამკლავების, ასევე პოზიტიური გამოცდილების თვალსაზრისით, როგორიც არის ოკუპაცია და ასევე, ევროპული ინტეგრაცია," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ასევე, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან და უკრაინის პრემიერ-მინისტრთან. შეხვედრაზე მხარეები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრებენ.

დღის ამბები