17 აპრილი 2024,   02:37
ვრცლად
1.4 მილიონის გაფლანგვის საქმე - ბათუმის სასამართლო მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეს განიხილავს

ბათუმის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში მსჯელობენ - ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს და ორ ყოფილ თანამდებობის პირს გამოძიება  1.4 მილიონის ლარის გაფლანგვას ედავება.

დღეს დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვით წარდგება სასამართლოს წინაშე. საბოლოო გადაწყვეტილება 24 დეკემბერს გახდება ცნობილი.

დაცვის მხარე ფიქრობს, რომ ბრალდება აბსურდულია და სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მათ სასარგებლოდ გამოიტანს.

მერიის 7  მაღალჩინოსანი  7 მაისს დააკავეს.  4 მათგანი რამდენიმე თვის  წინ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

დღის ამბები