20 აპრილი 2024,   08:52
ვრცლად
უმრავლესობის ინიციატივას გიგა ბოკერიამ "კლოუნადა" უწოდა

"ევროპულის აქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია "კლოუნადას" უწოდებს მმართველი გუნდის ინიციატივას საკონსტიტუციო ცვლილების მიღებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც 2024 წლამდე ნებისმიერი არჩევნები შერეული პრინციპით ჩატარდება. ბოკერია მიიჩნევს, რომ მმართველ პარტიას საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად რეალური რესურსი არ აქვს. 

"ასე ყოველდღე ადასტურებდნენ ადამიანები ზედსართავ "კლოუნებს" მე იშვიათად მინახავს. მორიგი კლოუნადა ჩაატარეს, რა საკონსტიტუციო ცვლილება, არანაირი საკონსტიტუციო ცვლილების ხმები არ აქვთ და არც არასდროს ექნებათ. უმრავლესობა აღარ ექნებათ მალე და ვის ატყუებენ, საკუთარ თავს ატყუებენ. აღსანიშნავია, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ, რომ ჩვენ მოვილაპარაკეთ და საზოგადოება ფეხებზე გვკიდია,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობა იწყებს მუშაობას საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც 2020 წლიდან 2024 წლამდე ყველა არჩევნები მხოლოდ შერეული სისტემით უნდა ჩატარდეს. მდინარაძემ აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, "ამბოხებული მაჟორიტარები" 2020 წელს სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმს ჩაატარებენ.

დღის ამბები