22 იანვარი 2020,   08:27
ვრცლად
ოპოზიციის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი დეპუტატები ეკა ბესელიას ინიციატივას მიესალმებიან

ეკა ბესელიას ინიციატივას და მის ძირითად შინაარსს ეთანხმებიან როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატებიც.

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, კონკრეტული მოსამართლეები არ იმსახურებენ მოსამართლის მანტიას და არ აქვთ ლეგიტიმაცია. მათივე შეფასებით, კანონში ცვლილების განხორციელების შემდეგ უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაც უნდა გადაიხედოს.

"ვერაფერს  ვერ დააყრდნობ იმ არჩევანს, გარდა იმისა, რომ ივანიშვილთან შეთანხმებული ხალხი აირჩიეს, იქ იყო თადუმაძე - მარგალიტი ამ ყველაფრის, რომელსაც ფორმალური უფლებაც კი არ ჰქონდა წარდგენის, აშკარა ნიშნებია, რომ ნაყიდია დიპლომი.

ერთ-ერთი კრიტერიუმი ამ ხალხის ცხოვრების ეს არის - რას იტყვის უზენაესი ლიდერი ივანიშვილი," - განაცხადა ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა
გიგა ბოკერიამ.

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრის ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, უკვე დამტკიცებული მოსამართლეების უკან გამოწვევა არის მთავარი გენერალური ხაზი, ვინაიდან გოგიჩაიშვილის შეფასებით, არჩეული მოსამართლეები ყველაზე დაბალი ლეგიტიმაციის მქონე მოსამართლეები არიან.

ლევან გოგიჩაიშვილი ეკა ბესელიას ინიციატივას მხარდასაჭერას უცხადებს.

" ყველაზე დაბალი ლეგიტიმაციის მოსამართლეები არიან. პოლიტიკური ინტერესის მიღმა მათ შინაარსი არ გააჩნიათ. შესაბამისად ასეთი ინიციატივები რა თქმა უნდა მხარდასაჭერის," - აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

დღის ამბები