24 აპრილი 2024,   21:12
ვრცლად
საქმიანობაში ხელის შეშლა და ძალადობა - "ტაბულას" ჟურნალისტმა პარლამენტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჩვენება მისცა 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გუშინ მომხდარ ინციდენტზე გამოკითხვები გრძელდება.

ჩვენება უკვე მისცა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, რომელსაც სხდომათა დარბაზი მანდატურის სამსახურის წევრებმა ძალით დაატოვებინეს. გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით მიმდინარეობს.

"მივეცი კონკრეტული ჩვენება, რა მოხდა, როგორ მოხდა, თავისი ვიდეომტკიცებულებებით, სადაც კარგად არის ასახული  და კარგად ჩანს, გარდა ამისა დღეს ვიყავი ექსპერტიზაზე სამხარაულის ბიუროში იმიტომ, რომ ხელზე მაქვს დაზიანება. გამოძიება დაწყებულია 154-ე მუხლით, რაც არის ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლა, გარდა ამისა მე ვდაობ და ვითხოვ იმასაც, რომ ძალადობასაც ჰქონდა ადგილი, რის შედეგადაც მივიღე ფიზიკური დაზიანება," - განაცხადა ჟურნალისტმა თიკო ერაძემ.

დღის ამბები