27 იანვარი 2020,   01:11
ვრცლად
ეკა ბესელიას ინიციატივას ოხანაშვილი სამართლიანი სასამართლოს პრინციპის საწინააღმდეგოდ აფასებს

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ დარჩენილ ვაკანტურ თანამდებობაზე არ ჩქარობენ მოსამართლეების დამტკიცებას, თუმცა კანონში ხარვეზების არსებობის ნაწილს არ ეთანხმებიან.

ეკა ბესელიას ინიციატივას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ბესელიას ინიციატივა სამართლიანი სასამართლოს პრინციპის საწინააღმდეგო იქნება.

"სამართლიანი სასამართლოს პრინციპის საწინააღმდეგო იქნება მსგავსი ინიციატივა. ჩვენ ეს საკითხი უკვე განვიხილეთ. კომიტეტმაც და პარლამენტმაც გასცა დასკვნა, სადაც დაფიქსირებულია, რომ აღნიშნული ინიციატივა არის კონსტიტუციის საწინააღმდეგო და ამიტომ მხარი არ დაეჭირა," - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

დღის ამბები