19 აპრილი 2024,   10:13
ვრცლად
ოკუპირებულ ცხინვალში ვაჟა ექიმის საქმის განხილვა მიმდინარეობს

ოკუპირებულ ცხინვალში ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმის განხილვა 16:00 საათზე დაიწყო.

ე.წ. სასამართლოს დახურულ სხდომას თავად ვაჟა გაფრინდაშვილიც ესწრება, ხოლო ექიმის ინტერესებს კი ვლადიკავკაზელი ადვოკატი იცავს.

საქმეს განიხილავს ოკუპირებული ახალგორის ე.წ. სასამართლო, რომელიც სხდომებს ცხინვალში ატარებს.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

დღის ამბები