20 აპრილი 2024,   16:41
ვრცლად
საპროკურორო საბჭოს აქვს დაახლოებით ერთთვიანი ვადა, რა დროსაც უნდა შეარჩიონ გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი - ოხანაშვილი

გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით,  საპროკურორო საბჭოს სამი კანდიდატის შესარჩევად ერთთვიანი ვადა აქვს.  

“რომელიმე კანდიდატთან დაკავშირებით ჯერ ვერ დაგიდასტურებთ ვერანაირი ინფორმაციას, გენერალური პროკურორის კანდიდატის შერჩევის უფლებამოსილება აქვს საპროკურორო საბჭოს, საპროკურორო საბჭოს აქვს კანონმდებლობით დადგენილი, დაახლოებით ერთთვიანი ვადა, რა დროსაც მათ უნდა შეარჩიონ გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი და შემდგომ სამი შერჩეული კანდიდატიდან უკვე ერთი კანდიდატი უნდა დაამტკიცოს საპროკურორო საბჭომ და ეს კანდიდატი უნდა წარედგინოს უკვე საქართველოს პარლამენტს,“ - აცხადებს ანრი ოხანაშვილმა. 

დღის ამბები