25 აპრილი 2024,   14:50
ვრცლად
ეკა ბესელია: ვისაუბრებთ სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის რეპრესიულ გამოვლინებებზე მმართველი გუნდის მხრიდან

ოპოზიციის ლიდერები დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. 

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ეკა ბესელია აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე განხილული იქნება ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, მთ შორის ერთ-ერთი მთავარი მართლმსაჯულების რეფორმა და საარჩევნო სისტემა იქნება. 

"უნდა ვისაუბროთ ძალიან მნიშვნელოვან სამ საკითხზე მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც მოსამართლეების არჩევას ეხება, საარჩევნო სისტემის დიალოგის ფორმატზე და რეპრესიულ გამოვლინებებზე მმართველი გუნდის მხრიდან, ასევე ადამიანების დაკავებებზე, ყოველდღე ახალ-ახალი ისტორიები გვაქვს და დაუსრულებელი გახდა ეს ყველაფერი," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები