19 აპრილი 2024,   16:43
ვრცლად
პარლამენტარი ექიმები ვაჟა გასათავისუფლებლად საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ

ქართველი ექიმი უკანონო პატიმრობაში რჩება. უკვე თვეზე მეტია საოკუპაციო რეჟიმი ვაჟა გაფრინდაშვილისგან ე.წ. ბრალის აღიარებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მის გათავისუფლებაზე უარს ამბობს. ექიმი კი პოზიციას არ იცვლის და ამბობს, რომ საქართველოს მიწაზე იმყოფება და კანონი არ დაურღვევია.

ე.წ. სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას პატიმრობის გახანგრძლივების შესახებ დღეს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ. პარლამენტარი ექიმები საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებენ, ყველაფერი გაკეთდეს ტყვეობაში მყოფი ექიმის გასათავისუფლებლად.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასა და წითელ ჯვარს მიმართავს.

"მე მინდა მივმართო პირველ რიგში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას,  მივმართო წითელ ჯვარს, დასჯადია ყველა კონვენციით ექიმის საქმიანობის ხელის შეშლა. ოკუპანტი ქვეყანა, რომლის უშუალო ჩარევითა და წახალისებით არის დღევანდელი ქმედება განპირობებული, უნდა იყოს დასჯილი მსოფლიოს ყველა ქვეყნის მიერ, მორალურ დასჯას ვგულისხმობ,"- განაცხადა ლადო კახაძემ.

როგორც მირიან წიკლაური მიიჩნევს, საელჩოებთან უნდა გაიმართოს აქციები მოთხოვნით,  ზეგავლენა მოახდინონ რუსეთის ხელისუფლებაზე ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად.

დღის ამბები