20 იანვარი 2020,   03:54
ვრცლად
"განხილვა ყოველგვარი ანგაჟირებული შეძახილების გარეშე უნდა წარიმართოს" - გია ვოლსკი

აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს პარლამენტი განიხილავს. ინიციატივა ერთხელ უკვე ჩავარდა, თუმცა დოკუმენტის ავტორებს იმედი აქვთ, რომ ამჯერად დეპუტატები მათ ხედვას გაიზიარებენ.

საგანგაშოა სუიციდის სტატისტიკა, რომელიც აჩვენებს, რომ აზარტული თამაშების მსხვერპლთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება.

აზარტული თამაშების მავნე ზეგავლენაზე საუბრობს საპარლემენტო უმრავლესობაც.

არასამთავრობო ორგანიზაციის "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" პრეზიდენტი თამარ ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ რეკლამების აკრძალვა და ასაკობრივი ცენზი საუკეთესო გამოსავალი იქნება.

"ყველაზე მნიშვნელოვანია ასაკობრივი ცენზი და რეკლამირების აკრძალვა ეს დადებითად იმოქმედებს იმ მიზანზე, რაც ჩვენ გვაქვს,"  - განაცხადა თამარ ჯაფარიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია აზარტული თამაშების რეკლამირების განხილვა.

"მსჯელობა აზარტული თამაშების რეკლამირებასთან დაკავშირებით უნდა დაიწყოს. ამ ყველაფრის განხილვა ყოველგვარი ანგაჟირებული შეძახილების გარეშე უნდა მოხდეს, რომ თურმე ჩვენ არ გვაინტერესებს ამ ბავშვების მომავალი," -  განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები