25 აპრილი 2024,   09:54
ვრცლად
"ან იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები" - საკრებულოს წევრი ვაჟა გაფრინდაშვილის შეურაცხმყოფელ სტატუსს აქვეყნებს

ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმის საკითხს, თბილისის საკრებულოს წევრი  ერეკლე კუხიანიძე ეხმაურება და ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს პროვოკაციაში ადანაშაულებს.

"ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით - როდესაც იცი იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ... ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება - ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც.." - წერს საკრებულოს წევრი.

შეგახსენებთ, ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმს ერთ თვეზე მეტია პატიმრობაში ჰყავს. ექიმის გათავისუფლების მოთხოვნით მისი ოჯახი საპროტესტო აქციის გამართვას ერგნეთში გეგმავს.

დღის ამბები