20 აპრილი 2024,   14:53
ვრცლად
“გარდაცვლილი პაციენტის შვილი რეანიმაციაში დანით შემოიპარა და მოკვლით მემუქრებოდა" - ზვიად ბახტაძე

კლინიკა "მედცენტრის" კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსის, ექიმი ზვიად ბახტაძის განცხადებით, გარდაცვლილი პაციენტის შვილმა მასზე ორი დღის წინ ზეწოლა განახორციელა.

კოლეგის მხარდასაჭერად დღეს მედიკოსები შეიკრიბნენ.

ზვიად ბახტაძის თქმით, გარდაცვლილი პაციენტის შვილი რეანიმაციაში შეიპარა და მას დანით ემუქრებოდა.

"გარდაცვლილი პაციენტის შვილი რეანიმაციაში დანით შემოიპარა და მოკვლით მემუქრებოდა. ის დაცვის თანამშრომლებმა გაიყვანეს გარეთ და გადამარჩინეს. პაციენტი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყო. მოყვანისას ჰქონდა ინფარქტი, მიმღებში განუვითარდა გულის გაჩერება, ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები. ჩვენთან რეანიმაციაში გადიოდა შესაბამის მკურნალობას. პაციენტს ასევე ჰქონდა ფილტვის და შარდის ბუშტის ავთვისებიანი სიმსივნე. კლინიკაში მოხვედრამდე გადიოდა ქიმიოთერაპიასაც, რაც ნიშნავს, რომ პაციენტი იყო უმძიმეს მდგომარეობაში. ვითხოვთ მსგავს ქმედებსა და მუქარებზე რეაგირებას," - განაცხადა ბახტაძემ. 

როგორც ბახტაძე აღნიშნავს, ეს არ არის თავდასხმის პირველი შემთხვევა. მისივე თქმით, 20 მაისს კლინიკის წინ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და არც ამ საქმეზე დაუკავებიათ ვინმე.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო.

დღის ამბები