25 აპრილი 2024,   01:16
ვრცლად
ხალხმა პოზიცია ნებით უნდა დააფიქსიროს და არა როგორც დღეს ხდება, ძალით და დაშინებით - მალხაზ მაჩალიკაშვილი 

თავისუფლების მოედანზე დღეს დაგეგმილ ღონისძიებას მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ადამიანებმა საკუთარი პოზიცია ნებით უნდა დააფიქსირონ და არა ძალით და დაშინებით.

"საქართველო რიგით მოხვდა ამ სიაში, ეს არავის დამსახურება არაა და არავინ უნდა დაიკვეხნოს. ხალხი უნდა გამოვიდეს და დააფიქსიროს თავისი პოზიცია თავისი ნებით, არა როგორც დღეს ხდება ძალით და დაშინებით. სიძულვილით და იმით კი არ ვიძახი, ეს არის უბრალოდ ძალის ჩვენება, რომ ამდენი ვართ," - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნება"  დღეს  თავისუფლების მოედანზე ღონისძიებას "საქართველოს გზა ევროპისკენ" მართავს.

როგორც პარტიაში აცხადებენ, ღონისძიების ინიციატორი მათი ახალგაზრდული ორგანიზაციაა და საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას ეძღვნება,  თუმცა ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ამით ქვეყანაში არსებული საპროტესტო განწყობის წინააღმდეგ ძალის და რაოდენობის ჩვენებას აპირებს.

დღის ამბები