20 აპრილი 2024,   01:01
ვრცლად
"უსამართლობაა, რომ ექიმმა გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი და დააკავეს, თუმცა ჩვენ ამასაც გავუძლებთ" - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს მიმართა და მოუწოდა მათ, იმედით განეწყონ და არ დაივიწყონ, რომ საქართველოს ევროპული კულტურა აქვს. პრემიერის თქმით, ქვეყნის ამ ეტაპამდე მიყვანა "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.

"კარგად მახსოვს, როგორი მძიმე დღეები გავიარეთ, რომ უფრო ახლოს ვყოფილიყავით ევროპასთან. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე 20 წელია საქართველო ევროსაბჭოს წევრი ქვეყანაა. მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს პარტნიორებს და ასევე მოქალაქეებს. დიდი კოლხეთიდან დაიწყო საქართველოს ევროპული გზა.

ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს ყველას არ ულხინს, თუმცა ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ ბოლო წლების მანძილზე, მაშინ როდესაც არ გვქონია ახლო ურთიერთობა ევროპასთან ახლა უკვე ახლო კავშირში ვართ ევროპულ ეკონომიკასთან და გვაქვს უვიზო მიმოსვლა. ამ ყველაფერს კი ჩვენ მივაღწიეთ ჩვენს ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ევროპა არის საქართველოს მომავალი.

უსამართლობაა, რომ ექიმმა გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი და დააკავეს, თუმცა ჩვენს ამასაც გავუძლებთ. გისურვებთ, რომ ჩვენი რწმენით, ეკლესიით, ტრადიციებით მივსულიყავით გზის ბოლომდე, გამარჯვებამდე," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

დღის ამბები