24 აპრილი 2024,   04:14
ვრცლად
"ვინც ბოლო 30 წლის მანძილზე მექრთამეობის ეტალონად იქცა, პარლამენტის ტრიბუნიდან კორუფციაზე გვესაუბრება" - ივანიშვილი

"ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს მიმართა.  საქართველო ევროპული კულტურის ნაწილია და ის აუცილებლად იქნება ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი ევროპულ თანავარსკვლავედში - აღნიშნა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.

"მოგესალმებით ყველას, ჩემს თანამებრძოლებს და მთელს საქართველოს 7 წელი გავიდა საქართველოს ისტორიაში უპრეცენდენტოდ ხალხმრავალი შეკრებიდან. ეს არის მოედანი, რომელიც თავისუფლების სახელს ატარებს. 7 წლის წინ ამ მოედანზე თავისუფლებისა და ღირსებისათვის გავერთიანდით.

ევროპულ ფასეულობებს ვიზიარებთ ოდითგანვე და ევროპის დიდ ოჯახში ჩვენ ხელცარიელები არ დავბრუნდებით. ჩვენ ყოველთვის მნიშვნელოვანი წვლილი შეგვქონდა ევროპულ კულტურაში. საქართველომ თავისი კუთვნილი კაშკაშა ვარსკვლავი უნდა დაიმკვიდროს ევროპის თანავარსკვლავედში. ჩვენი მიდგომების გამო გვაქვს უვიზო მიმოსვლა და ეკონომიკური მხარდაჭერა.

დარწმუნებული ვარ, აქ ვიზეიმებთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ვიტყვით, რომ ისტორიულ სამართლიანობას მივაღწიეთ, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ევროპა პირველ რიგში ზომიერებაა, სამწუხაროდ ევროპულ სივრცეში დაბრუნება დაბალი ნიშნულიდან იმიტომ გვიწევს, რომ პასუხისმგებლობა სრულად ვერ გავაცნობიერეთ და პრაქტიკულად დავანგრიეთ ჩვენი ქვეყანა.

ვინც ბოლო 30 წლის მანძილზე მექრთამეობის ეტალონად იქცა პარლამენტის ტრიბუნიდან კორუფციაზე გვესაუბრება და სამართლიანი სასამართლოს მედროშედ უნდა წარმოაჩინოს თავი,"  - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

დღის ამბები