25 აპრილი 2024,   12:45
ვრცლად
"სამართლებლივად მოეთხოვებათ პასუხი ყველას, ვინც შეურაცხყოფა მოგვაყენა" - თათა გაფრინდაშვილი

თბილისის საკრებულოს წევრის ერეკლე კუხიანიძის ფეისბუქ სტატუსს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი ეხმიანება. სკანდალურ განცხადებებზე პასუხს ქართველი ექიმის ოჯახი სასამართლოს მეშვეობით მოითხოვს.

ვაჟა ექიმის შვილი თათა გაფრინდაშვილი აღნიშნავს, რომ ყველა იმ ადამიანს სამართლებლივად მოსთხოვს პასუხს, ვინც მის ოჯახს შეურაცხყოფას აყენებს და დეზინფორმაციას ავრცელებს.

"გუშინდელის მერე არაერთი განცხადება გავრცელდა, ასევე არაერთმა ბოტმა სცადა დეზინფორმაციის გავრცელება. მე მინდა ვთქვა, რომ ყველა რეალურ ადამიანს, ვინც შეურაცხყოფა მოგვაყენა და დეზინფორმაცია გაავრცელა სამართლებლივად მოეთხოვებათ პასუხი," - განაცხადა თათა გაფრინდაშვილმა.

დღის ამბები