19 აპრილი 2024,   11:07
ვრცლად
"პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე არის ხელისუფლება" - ინგა გრიგოლია ჟურნალისტებზე თავდასხმის შესახებ

"ტვ პირველის" დირექტორის, ინგა გრიგოლიას განცხადებით, ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება 154-ე მუხლით დაიწყო, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს. ინციდენტი გუშინ "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებული ღონისძიების დასრულების შემდეგ მოხდა. 

"პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე არის ხელისუფლება. ის ხელისუფლება, რომელიც, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, გამოდის და "ტვ პირველის" ჟურნალისტებს გვადანაშაულებს ტენდენციურობაში, მიკერძოებულობაში და ა.შ. როდესაც წვრილფეხობა ისმენს საკუთარი ლიდერების ასეთ განცხადებებს ჟურნალისტების მიმართ, შემდეგ წვრილფეხობა თავხედდება და ბედავს, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს ჟურნალისტებს. ერთი ნამდვილად შემიძლია ვუთხრა ყველას - არც ერთ შემთხვევას არ გავატარებთ," - აღნიშნა ინგა გრიგოლიამ.

დღის ამბები