24 აპრილი 2024,   15:28
ვრცლად
"რა შეთანხმებას მივაღწევთ და როგორ გაგრძელდება დიალოგი, ვნახავთ შეხვედრის შემდეგ" - არჩილ თალაკვაძე

ამ წუთებში "შერატონ მეტეხი პალასში", ოპოზიციისა და ხელისუფლების წამომადგენლები, უცხოელი ელჩების თანდასწრებით, საარჩევნო კანონმდებლობაზე მსჯელობენ. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შეხვედრის ძირითადი დრო მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით არგუმენტების გაცვლას დაეთმობა.

"მე წინასწარ კომენტარებს არ გავაკეთებ, ვინაიდან მეორე მხარეს არის ოპოზიცია, სხვადასხვა საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტია. შეხვედრის შედეგები მნიშვნელოვანწილად იმაზეა დამოკიდებული, თითოეული პოლიტიკური პარტია რა პოზიციას დააფიქსირებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი არგუმენტები და ამ არგუმენტებს გავაცნობთ მხარეებს. რა შეთანხმებას მივაღწევთ და როგორ გაგრძელდება დიალოგი, ამას ვნახავთ შეხვედრის შემდეგ," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ. 

"დღეს დეტალურად უნდა გავიაროთ წინადადება, რომელიც არსებობს და ამის შემდეგ, გარკვეული დრო არის საჭირო, რათა მხარეებმა ჩამოაყალიბონ თავისი პოზიცია. თუმცა დღეს დილით უკვე შედგა გარკვეული კონსულტაციები ელჩებთან, როგორც ხელისუფლების, ისე - ოპოზიციის," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ დიპლომატების თანდასწრებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის ეს უკვე მესამე შეხვედრაა, რომელიც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით იმართება. 

დღის ამბები