24 აპრილი 2024,   06:27
ვრცლად
ინდოეთში დემონსტრანტებმა ავტობუსები დაწვეს და რკინიგზის სადგურები დაარბიეს

ინდოეთში უკვე მეოთხე დღეა, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები გრძელდება.

დემონსტრანტებმა ავტობუსები დაწვეს და რკინიგზის სადგურები დაარბიეს. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

მომიტინგეები მოქალაქეობის შესახებ ახალ კანონს აპროტესტებენ. კანონი ავღანეთიდან, ბანგლადეშიდან და პაკისტანიდან მიგრანტებისთვის მოქალაქეობის მინიჭებას იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ ისინი მუსლიმები არ არიან.

ინდოეთში ოპოზიცია და მოსახლეობის ნაწილი თვლის, რომ ახალი კანონი დისკრიმინაციულია.

დღის ამბები