19 აპრილი 2024,   05:11
ვრცლად
ძლიერ შტორმსა და წყალდიდობას საფრანგეთში მსხვერპლი მოჰყვა

საფრანგეთში ძლიერ შტორმსა და წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა. სტიქიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 5-ზე მეტი.

წყალდიდობის გამო ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში განგაშის ნარინჯისფერი დონე გამოცხადდა. სტიქიის შედეგად ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

უამინდობის გამო პარალიზებულია სატრანსპორტო მოძრაობა. ათეულობით ათასი ადამიანი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშე რჩება.

დღის ამბები