19 აპრილი 2024,   18:27
ვრცლად
ლიბანში პოლიციამ საპროტესტო აქცია დაშალა - არეულობის შედეგად დაშავდა 14 ადამიანი

ლიბანში პოლიციამ საპროტესტო აქცია დაშალა. დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

მომიტინგეები ბეირუთის ცენტრში შეღწევას ცდილობდნენ. არეულობის შედეგად დაშავდა 14 ადამიანი, არიან დაკავებულები.

ლიბანში ანტისახელისუფლებო აქციები 17 ოქტომბერს დაიწყო. დემონსტრანტები ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ ვითარებას აპროტესტებენ.

დღის ამბები