20 აპრილი 2024,   06:11
ვრცლად
თეთრი ბუშტები და ექიმის ხალათი მავთულხლართებს მიღმა - ოძისში გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია იმართება

სოფელ ოძისში, საიდანაც ოკუპანტებმა ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გაიტაცეს, სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.

დემოსტრანტებმა საოკუპაციო ხაზთან ჰელიუმის ბუშტებზე დამაგრებული თეთრი ხალათი გაუშვეს ცაში.

"პატარა პერფორმანსი მოვიფიქრეთ ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა, ეს არის თეთრი ბუშტები, თეთრი ხალათი და მიმართვა ჩვენი ოსი ექიმებისადმი. მიმართვა ქართულად და ოსურად წერია.  "ოსო ექიმებო, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ავადმყოფებზე და მიეცით ამისი საშუალება ვაჟა ექიმს!" - განაცხადა დაკავებულის ცოლმა თამილა ლაფანაშვილმა. 

თეთრი ხალათის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლით კი ოჯახის წევრებს სურთ გაუშვან გზავნილი, რომ ექიმებს საზღვრები არ აქვთ. 

აქციის მონაწილეები ვაჟა ექიმს სოლიდარობას უცხადებენ და მარიონეტული რეჟიმის მხრიდან  საქართველოს უკანანოდ დაკავებული მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე აქციაზე ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები, კოლეგები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და რიგითი ადამიანები არიან შეკრებილი. 

ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით, ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მარიონეტულმა რეჟიმმა 9 ნოემბერს დააკავა. ექიმი უკვე 37-ე დღეა, საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში იმყოფება. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები