25 აპრილი 2024,   14:12
ვრცლად
"ექიმებს საზღვრები არ აქვთ - დააბრუნეთ ექიმი სახლში" - თამილა ლაფანაშვილი

"თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს" არის ერთადერთი მოთხოვნა საოკუპაციო რეჟიმის მიმართ, რომელიც მავთულხლართებთან გამართულ აქციაზე ისმის. 

"ის ფაქტი, რომ ვაჟა იმყოფება თავის სამშობლოში, ციხეში, საკუთარი ჰუმანურობის გამო, ეს გვანადგურებს მისი ოჯახის წევრებს და ახლობლებს. ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა თავისუფლება ვაჟა ექიმს. დააბრუნეთ ექიმი სახლში," - განაცხადა დაკავებულის ცოლმა თამილა ლაფანაშვილმა.

ოძისში ქართველი ექიმის გათავისუფლება ოჯახთან ერთად ექიმის მეგობრებმა, კოლეგებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა მოითხოვეს. 

"მოთხოვნა არის ერთი, თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს, ექიმს, რომელიც ისჯება ორი რამის - პატრიოტიზმის და პროფესიული მოვალეობის გამო,"- განუცხადა "კურიერს" აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ექიმმა მანანა ჯებაშვილმა. 

დღეს 37-ე დღე შესრულდა, რაც ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ტყვეობაშია. აქცია თბილისიდან მსვლელობით დაიწყო და სოფელ ოძისთან დასრულდა. აქციის მონაწილეებს რეგიონებიდანაც შეუერთდნენ.  

 

ამავე თემაზე - თეთრი ბუშტები და ექიმის ხალათი მავთულხლართებს მიღმა - ოძისში გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია იმართება

ამავე თემაზე
დღის ამბები