20 აპრილი 2024,   12:11
ვრცლად
პუჭურა კარიერისტები არიან - დაპირისპირება გორის საკრებულოში

გორის საკრებულოს სხდომაზე, სადაც 2020 წლის ბიუჯეტს განიხილავდნენ, ხმაური იყო. დაპირისპირება სხდომაზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ხსენებამ გამოიწვია. "ნაციონალური მოძრაობა" გორის ცენტრში არსებული სკვერისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭებას ითხოვდა.

"რატომ უნდა გადარქმეოდა, როდესაც ჰქვია უკვე გამარჯვების მემორიალი და ყველამ ვიცით, რომ ეს გამარჯვების მემორიალია. ზვიად გამსახურდია ნამდვილად იმსახურებს სახელის დარქმევას, ჩემთან საბჭოზე ჰქონდათ საუბარი ამასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი ადგილები შევთავაზე და ალბათ ერთ-ერთზე გადაწყდება," - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა.

საკრებულოს წევრის ზაქარია მებადურის თქმით, კი ოპოზიციონერების მხრიდან ზვიად გამსახურდიას ხსენება მიუღებელია.

"ეს ადამიანები სარგებლობენ, მანიპულირებენ, პატარა პუჭურა კარიერისტები არიან. ისეთ ტყუილს დაახეთქებენ, რომ მოთმენა აღარ შემიძლია. მე იმიტომ ვერ ავიტანე, რომ ბატონი ზვიადი და მერაბ კოსტავა ჩემი იდეალები არიან," - აცხადებს საკრებულოს წევრის ზაქარია მებადური.

დღის ამბები