19 აპრილი 2024,   13:40
ვრცლად
ვახტანგ გომელაური და ნათია თურნავა ახალ წელს სამუშაო გარემოში შეხვდნენ  

ვახტანგ გომელაური ახალ წელს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად შეხვდა. შინაგან საქმეთა მინისტრი თბილისის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოში ღამის 2 საათზე მივიდა და თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა.

სახელმწიფო ელექტროსისტემის ცენტრში შეხვდა ახალ წელს ეკონომიკის მინისტრი. ნათია თურნავამ დღესასწაული მორიგეებს ადგილზე მიულოცა და აღნიშნა, რომ ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის 24-საათიანი უწყვეტი მორიგეობა ქვეყნის მოსახლეობისთვის და ელექტროენერგიის მიწოდებისთვის მნიშვნელოვანია.  

"მინდა ჩვენს მოქალაქეებს, სრულიად საქართველოს მივულოცო ახალი 2020 წელი, ვუსურვო ბედნიერება, წარმატება, ჯანმრთელობა, ვულოცავ ახალ წელს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული გულიდან, ვიმყოფები ჩვენი ელექტროსისტემის მთავარ სადისპეტჩეროში და როდესაც ჩვენ ყველანი ახალ წელს ვზეიმობთ, აქ დისპეტჩერები, ეს ადამიანები არიან ცვლაში და აკონრტოლებენ იმას, რომ ყველგან იყოს შუქი,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. 

დღის ამბები