23 აპრილი 2024,   19:37
ვრცლად
"თვითგამოცხადებულმა ექვთიმემ ახალი წელი მოგვილოცა ახალი პოლიტიკური რეპრესიებით" - შალვა ნათელაშვილი

საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული ლაშა ჩხარტიშვილის პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს. სასამართლო პროცესზე დაკავებულის ადვოკატმა მტკიცებულებების მოპოვებისთვის, რომელიც ლაშა ჩხარიტშვილის უდანაშაულობას ადასტურებს, პროცესის გადადება ითხოვა. მოსამართლემ მათ ამისთვის საათნახევარი მისცა. დაცვის მხარის თქმით, ეს დრო მტკიცებულებების მოსაპოვებლად საკმარისი არ არის.

საქალაქო სასამართლოში "ლეიბორისტული პარტიის" წევრები  იმყოფებიან. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ხელისუფლება სასამართლოს, პოლიტიკური ოპონენტების შევიწროებისთვის იყენებს.

"დღეს წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების დღეა და სწორედ ამ ცრუ, თვითგამოცხადებულმა ექვთიმემ ახალი წელი მოგვილოცა ახალი პოლიტიკური რეპრესიებით და პირველი მსხვერპლი გახდა ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც იცავდა შვილმოკლული მამის უფლებებს გარემოვაჭრეებთან ერთად, რომლებმაც ისტორიული ზნეობრივი მაგალითი აჩვენებს და არ იკადრეს დამდგარიყვნენ იქ სამუშაოდ, სადაც საპროტესტო აქცია მიდის უკვე ამდენი თევა. ეს შენობა და ეს სასამართლო გახლავთ რეპრესიების ცეხი,“ - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში ადანაშაულებს სამართალდამცველებს ლაშა ჩხარტიშვილის ადვოკატი. ია სირანაშვილის განცხადებით, რამდენიმე საათის განმავლობაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას უმალავდნენ.

"ლეიბორისტული პარტიის" წევრს სამართალდამცავები წვრილმან ხულიგნობასა და დაუმორჩილებლობას ედავებიან.

აქცია პარლამენტის შენობასთან მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად მიმდინარეობდა, სადაც კარვების აღებასა და მათ ნაცვლად ატრაქციონების დამონტაჟებას აპროტესტებდნენ. ასევე აქციაზე სოლიდარობა გამოუცხადეს გარემოვაჭრეებს, რომლებმაც რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტთან გადასვლაზე უარი განაცხადეს, დღევანდელ პროცესს გარემოვაჭრეებიც ესწრებიან.

ავტორი: ლუკა ხაჩიძე. 

 

დღის ამბები