23 აპრილი 2024,   22:42
ვრცლად
გრიპის ვირუსით გართულებული ყველა შემთხვევა დაკავშირებულია დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციასთან - რა მდგომარეობაა ქუთაისში

ქუთაისში სეზონური გრიპით დაავადებულთა მიმართვიანობა მცირედით გაზრდილია, ამის შესახებ ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორი აცხადებს. მისი თქმით, ამ ეტაპზე ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოში გრიპის ვირუსზე ათამდე პაციენტი მკურნალობს, მათგან ორი შედარებით მძიმე მდგომარეობაშია. ექიმი მოქალაქეებს მოუწოდებს სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ კლინიკებს. სეზონური ვირუსით დაავადებულთა გაზრდილ რაოდენობაზე საუბრობენ მოქალაქეები.

ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორი დავით ჯანაშია მოსახლეობას მოუწოდებს, სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში დროულად მიაკითხონ სამედიცინო დაწესებულებებს:

"წლის სხვა პერიოდთან შედარებით არის მომატებული, ამჟამად 10-მდე პაციენტი გადის მკურნალობას ჩვენს დაწესებულებაში, მე მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, რომ დროულად მიმართონ სამკურნალო დაწესებულებებს, პირველი სიმპტომების გაჩენისთანავე, რადგან ყველა გართულებული შემთხვევა დაკავშირებულია დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციასთან," - განაცხადა ჯანაშიამ.

დღის ამბები