27 თებერვალი 2020,   06:01
ვრცლად
გრიპის ვირუსი - ამირან გამყრელიძე რისკ-ჯგუფში შემავალ პირებს ვაქცინაციის დროულად ჩატარებისკენ მოუწოდებს

გრიპის ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. შესაბამისად, კლინიკებში პაციენტთა მიმართვიანობამ ბოლო ერთ თვეში იმატა. მხოლოდ იაშვილის კლინიკას 24 საათში ასზე მეტი პაციენტი მიმართავს. ინფიცირების შემთხვევებმაც იმატა რეგიონებშიც. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ვაქცინაციის დროულად ჩატარებისკენ მოუწოდებს.

"ქვეყანაში 8 ტიპის ვირუსი ცირკულირებს აქედან გრიპის ვირუსია A და B და B ტიპის ვირუსი ცირკულირებს დაახლოებით 77% შემთხვევებში. გრიპის სეზონი აპრილამდე გრძელდება ხოლმე, ამიტომ შესაძლებელია, რომ ეს შეფარდება მომავალი 3 თვის განმავლობაში შეიცვალოს , ამიტომ ყველა ის პროფილაქტიკური ღონისძიება, რასაც ჩვენ მოსახლეობას ვეუბნებით და სტრატეგიულ მარაგში გვაქვს ვაქცინა და რისკ ჯგუფებს მოვუწოდებ, განსაკუთრებით ორსულებს, რომ მიბრძანდნენ პოლიკლინიკებში და აიცრან,"- აცხადებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური 

ვირუსული აფეთქების ახალ ტალღას ექიმები თებერვლიდან ელოდებიან. წელს საქართველოში შარშანდელთან შედარებით B  ტიპის ვირუსი ჭარბობს, რაზეც მოქალაქეებს ნაკლები იმუნიტეტი აქვთ. მას გართულებები ახლავს და ორგანიზმს ვირუსის დამარცხება უჭირს. ინფექცია განსაკუთრებით ასაკოვან და მოზარდ თაობაში რთულდება. A ტიპის ვირუსისგან განსხვავებით B ტიპის ვირუსი ორგანიზმში რამდენიმე დღით უფრო მეტხანს რჩება და მარტივად რთულდება

დღის ამბები