27 თებერვალი 2020,   06:04
ვრცლად
ხანძარი მთაწმინდაზე - ვეძინის ქუჩაზე 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს

თბილისში, მთაწმინდაზე ვეძინის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი იტალიური ტიპის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის სასხვენო გადახურვაზე გავრცელდა.

ვეძინის ქუჩაზე 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები

დღის ამბები