25 აპრილი 2024,   20:46
ვრცლად
მმართველი გუნდი ე.წ. ციანიდის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს

მმართველი გუნდი  ე.წ. ციანიდის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის" წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე არ დგას აუცილებლობა, რომ პროცესებმა პარლამენტში გადაინაცვლოს.

"ამ შემთხვევაში, რაც ეხება მამალაძის სისხლის სამართლის საქმეს, ვიცით, რომ შესაბამისმა უწყებებმა უკვე გარკვეული ნაბიჯები გადადგეს ამ მიმარულებით. თუმცა ის ფაქტი, რომ მოთხოვნა არსებობს საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, ეს მათი უფლებაა, მაგრამ ამ ეტაპისთვის ჩვენ ვერ ვხედავთ ამის აუცილებლობას, რომ პროცესმა პარლამენტში გადაინაცვლოს და გამოვიძიოთ, არის თუ არა გადაცდომები უწყებებში," - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ე.წ. ციანიდის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ოპოზიციამ დღეს კიდევ ერთხელ დააყენა. ლიდერების განცხადებით, ოპოზიცია ამ წინადადებით არაერთხელ გამოვიდა, თუმცა კოლეგებისგან თანხმობა ვერ მიიღო. საკითხის გადასაწყვეტად 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მეუფე იაკობის სკანდალური განცხადებების შემდეგ, უფრო მეტი კითხვა გაჩნდა.

დღის ამბები