19 აპრილი 2024,   09:44
ვრცლად
"გავიდნენ უცხოელი სამხედროები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან" - ერაყის პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო

ერაყის პარლამენტი ქვეყნიდან უცხოელი სამხედროების გაყვანას მოითხოვს, BBC-ს ინფორმაციით, შესაბამისი რეზოლუცია საკანონმდებლო ორგანომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

გადაწყვეტილების მიზეზი ბაღდადში აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მოკვლა გახდა.

ამასთან, ერაყელმა პარლამენტარებმა მოითხოვეს, აეკრძალოთ უცხოელ სამხედროებს ერაყის სახმელეთო ტერიტორიის, საჰაერო და საზღვაო სივრცეების გამოყენება.

ერაყში ამ დროისთვის 5 ათასამდე ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება.

ყასემ სოლეიმანის ირანში გადასვენებამდე მის სამგლოვიარო პროცესიას ათასობით ერაყელი დაესწრო.

ამავე თემაზე - რა ხდებოდა ირანში, როდესაც სოლეიმანის ცხედარი სამშობლოში გადაასვენეს - ფოტოები აჰვაზიდან

დღის ამბები