25 აპრილი 2024,   15:55
ვრცლად
წყალმომარაგების კომპანიამ საკურორტო ზონებზე წყლის პრობლემის მოგვარება მხოლოდ დროებით შეძლო

მდინარე არაგვის წყლით გუდაურში სასტუმროების ნაწილს ამარაგებენ. უწყლოდ დარჩენილ დასახლებაში წყალი მდინარიდან ამოაქვთ და სხვადასხვა ჭურჭელში იმარაგებენ.

უწყლობის გამო ზამთრის კურორტზე სხვადასხვა სახის პრობლემებია. ახალ გუდაურში, "რედკოს" დასახლებაში სასმელი წყალი სასტუმროების ნაწილს უკვე მეოთხე დღეა, არ მიეწოდება, რაც ადგილობრივების თქმით, კურორტის იმიჯზე უარყოფითად აისახება და ტურისტებზე ცუდ გავლენას ახდენს.

ანალოგიური პრობლემებია ბაკურიანშიც, სადაც წყლის პრობლემის გამო ტურისტები სასტუმროს ჯავშნებს აუქმებენ, 20-მდე სასტუმრო წყლის გარეშეა დარჩენილი.

ამ დროისთვის ბაკურიანს წყლით ბორჯომის და ახალციხის სახანძრო მანქანებით ამარაგებენ.

საკურორტო დასახლებებში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ პრობლემის მოგვარება მხოლოდ რამდენიმე საათით შეძლო.

4 იანვარს წყალმომარაგება აღდგა, მაგრამ ეს დროებითი აღმოჩნდა. კომპანიაში პრობლემას ამინდს აბრალებენ.

საკურორტო ზონებში კომპანია პრობლემის მოგვარებას ამ დრომდე ვერ ახერხებს, რის გამოც, შესაძლოა, საქართველოში წელს ზამთრის სეზონი საფრთხის ქვეშ დადგეს და პრობლემები შეექმნას.

დღის ამბები