25 აპრილი 2024,   14:51
ვრცლად
ალილოსთვის მრევლი საგანგებოდ ემზადება - პატრიარქის კურთხევით აღდგენილი ტრადიციას 20 წელი უსრულდება

ალილოსთვის მრევლი საგანგებოდ ემზადება მრევლი, ამზადებენ კამეჩებს. წელს ალილოს საიუბილეო მსვლელობა მოეწყობა.

პატრიარქის კურთხევით აღდგენილი ტრადიციას 20 წელი უსრულდება. მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება.

გზად მომლოცველები ნობათს შეაგროვებენ.

საშობაო საზეიმო მსახურება სამების საკათედრო ტაძარში ღამის 11 საათზე დაიწყება. ტაძარში მიბრძანდება საქართველოს პატრიარქიც, სადაც საშობაო ეპისტოლეს წაიკითხავენ.

ხვალ კი, ალილოს შემდეგ , რომელიც ასევე სამებაში დასრულდება, სამადლობელ პარაკლისს გადაიხდიან.

ალილოსთვის ემზადებიან რეგიონებშიც. მრევლი შემოწირულობებს შეაგროვებს ბათუმში. ქუთაისში კი საშობაო ღონისძიებები დღეს საღამოდან დაიწყო.

ის, რაც ალილოს მსვლელობისას მოგროვდება, უკვე 9 იანვარს საქართველოს მასშტაბით ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დარიგდება.

დღის ამბები