20 აპრილი 2024,   00:44
ვრცლად
ირანმა პენტაგონი და ამერიკის შეერთებული შტატების ჯარი ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა

ირანმა პენტაგონი და ამერიკის შეერთებული შტატების ჯარი ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა. გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანომ მიიღო.

ინიციატივა პარლამენტში გენერლის მკვლელობის შემდეგ შეიტანეს. გენერალი მშობლიურ ქალაქ კერმანში გადაასვენეს, სადაც დღეს უნდა დაეკრძალათ. თუმცა, ირანული მედიის ცნობით დაკრძალვა გადაიდო.

ხალხმრავლობის გამო სამგლოვიარო პროცესიას მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა 40-მდე ადამიანი, არიან დაშავებულებიც. რეგიონში კი ვითარება უკიდურესადა დაძაბულია.

მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში 52 ირანული ობიექტი მიზანშია ამოღებული.

შტატების პრეზიდენტის თქმით, ირანელი გენერალი ტერორისტი იყო, რომელიც ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაციას უწყობდა ხელს და ამერიკელ დიპლომატებსა და სამხედროებზე თავდასხმებს გეგმავდა.

დღის ამბები