25 აპრილი 2024,   02:26
ვრცლად
"იარაღის გამოყენება უნდა შეწყდეს, რათა დაუყოვნებლივ დაიწყოს დიალოგი" - ევროკომისიის პრეზიდენტი

ახლო აღმოსავლეთში შექმნილი კრიზისით შეშფოთებულია ევროკავშირი. ბრიუსელში ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დაიბარეს.

ევროკომისიის პრეზიდენტი მხარეებს მოუწოდებს, შეწყვიტონ იარაღის გამოყენება. ამერიკის შეერთებული შტატების ბაზაზე თავდასხმა დაგმეს ბრიტანეთმა, ასევე ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ვონ დერ ლეიენის განცხადებით, დიალოგი უნდა დაიწყოს და ამისთვის საჭიროა მხარეებმა იარაღის გამოყენება შეწყვიტონ.

"იარაღის გამოყენება უნდა შეწყდეს, რათა დაუყოვნებლივ დაიწყოს დიალოგი, არსებული მდგომარეობა მოქმედებს ყველა ჩვენგანზე,"- აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ვონ დერ ლეიენმა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელ ფონტელი აღნიშნავს, რომ ევროპული გაერთიანება სიტუაციის დეესკალაციისთვის მთელ რესურსს ხარჯავს.

"ევროპული გაერთიანება ძალებს არ დაიშურებს იმისთვის, რომ სიტუაციის დეესკალაცია მოხდეს, ძალადობის უფრო მეტად გაღრმავება არავის ინტერესებში არ შედის," - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელ ფონტელიმ.

დღის ამბები