19 აპრილი 2024,   23:17
ვრცლად
უწყლოდ დარჩენილი ბაკურიანი - პრობლემა 20-მდე სასტუმროს დამსვენებელსა და ორი ქუჩის მოსახლეობას აერთიანებს

ბაკურიანში დასასვენებლად ჩასული სტუმრების ნაწილისთვის უკვე მერვე დღეა, მთავარი საზრუნავი სასმელი წყალია. ეს პრობლემა 20-მდე სასტუმროს დამსვენებელსა და ორი ქუჩის მოსახლეობას აერთიანებს.

იმ დროს, როცა კონკრეტულ ტერიტორიაზე წყლის პრობლემაა, სამთო კურორტზე მყოფი ადამიანები პირველადი მოხმარებისთვის წყალს საკუთარი ძალებით ეზიდება. სასტუმროების ნაწილი დამსვენებლებს აუზის წყლით ამარაგებს. 

კურორტი, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში ზამთრის სეზონისთვის განსაკუთრებულად ამზადებენ, ადგილობრივმა და სხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა სტუმრების ნაწილმა დატოვა.

დაბა ბაკურიანში წყალმომარაგების სისტემაში არსებული ტექნიკური პრობლემის აღმოფხვრაზე, დღეს ადგილზე მყოფმა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ისაუბრა. მაია ცქიტიშვილი წყლის სრული დატვირთვით აღდგენას რამდენიმე საათში ელოდებოდა. პროგნოზი არც ამჯერად გამართლდა, ვითარება საკურორტო ზონაში უცვლელი დარჩა.

მთის კურორტზე არსებული კრიზისის მთავარ მიზეზად ზამთრის პერიოდისთვის უჩვეულო უთოვლობას ასახელებს. სამთო-სათხილამურო ზონაში პრობლემა წნევის ვარდნის გამო 30 დეკემბერს გაჩნდა.

დღის ამბები