19 აპრილი 2024,   14:12
ვრცლად
რა შემთხვევაში რთულდება ვირუსი, რომელიც საქართველოში ცირკულირებს - მედიკოსთა რეკომენდაციები  

რა შემთხვევაში რთულდება ვირუსი, რომელიც საქართველოში ცირკულირებს - ყველაზე დიდია რისკი, როდესაც გრიპს ქრონიკული დაავადება ერთვის, ან მისი მკურნალობა გვიანდება. 

გახდა თუ არა 30 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი გრიპის ვირუსი, ეს ჯერ ლაბორატორიულად არ დადასტურებულა. ოჯახი ამბობს, რომ სიმპტომები ახალგაზრდა ქალს გრიპის ჰქონდა და პასუხისმგებლობას სასწრაფო სამედიცინო დახმარებას აკისრებს. დაგვიანებულ მკურნალობასა და დამატებით ქრონიკულ დაავადებაზე საუბრობენ მედიკოსები. 30 წლის ქალი ჭიათურის კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა.

მიმდინარე სეზონის გრიპის ვირუსის სტატისტიკის მიხედვით, გარდაცვლილია ორი პაციენტი, რომელთა შემთხვევებიც ლაბორატორიულად დადასტურდა. ორივე გარდაცვლილის შემთხვევაში დაგვიანებული მკურნალობა და გრიპის პარალელურად სხვა ქრონიკული დაავადებებიც დაფიქსირდა. გრიპის ვირუსის გავრცელება კი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მზარდი არ არის. სტატისტიკა შემცირებულია, როგორც გასულ კვირასთან, ასევე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც.

მიუხედავად მიმართვიანობის შემცირებისა, კლინიკებში მაინც რჩებიან გრიპის ვირუსის დიაგნოზით პაციენტები. განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფებს წარმოადგენენ ბავშვები, მოხუცები, ორსულები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.

მაღალი ტემპერატურის, თავის ძლიერი ტკივილის, პირღებინებისა და ზოგადი სისუსტის შემთხვევაში, მედიკოსები პაციენტებს ურჩევენ დროულად მიმართონ ექიმს, დაგვიანებული მკურნალობისას გრიპის ვირუსის შემთხვევაში, ხშირია ანთებითი პროცესები და სხვა უფრო მძიმე შედეგები.

ამავე თემაზე
დღის ამბები