23 აპრილი 2024,   21:03
ვრცლად
ანაკლიის პროექტის განხორციელება არ შედის არც მოსკოვის და არც ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში

ანაკლიის პროექტის განხორციელება არ შედის არც მოსკოვის და არც ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში - ასე აფასებენ ექსპერტები ბოლო დროს პორტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლება პორტის მშენებლობას შეაჩერებს. მათივე თქმით, ხელისუფლების ქმედებებმა კონსორციუმი ჩიხში შეიყვანა.

"კონსორციუმს აღარ აქვს რესურსი, რეალური ინვესტორები მოიზიდოს ანაკლიის პორტის დასაფინანსებლად. ამაში თავისი წვლილი საქართველოს ხელისუფლებამაც შეიტანა, მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პორტის მშენებლობა შეჩერებულიყო. თუ ხელისუფლებას კეთილგონიერება ეყოფა, ამჯერად მხოლოდ საკუთარი იმიჯის გადასარჩენად, არ გამოვრიცხავ კონსორციუმს  ვადა გაუხანგრძლივოს, მაგრამ ეს არანაირ შედეგს არ გამოიღებს," - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე.

"არიან ინვესტორები, რომლებიც  ამ პროექტის განხორციელების მზაობას გამოხატავენ, ამიტომ თუ ვინმემ უნდა განახორციელოს ეს პროექტი, არიან ის ინვესტორები, რომლებიც უკვე ჩართულები არიან და თუ ხელისუფლებას უნდა, პროექტი არსებობდეს, უნდა განახორციელონ არსებული ინვესტორების მეშვეობით. ანაკლიის პროექტის განხორციელება არ შედის არც მოსკოვის და არც ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში, შესაბამისად, მინისტრი რომელიც იქნება რუპორი, გაახმოვანებს რუსეთის და ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას, პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით," - აცხადებს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი.

დღის ამბები