24 აპრილი 2024,   14:17
ვრცლად
ივანიშვილი შეეცდება ანაკლიის პორტის საკითხი პირად და ფინანსურ ინტერესებს დაუქვემდებაროს - ლევან ბეჟაშვილი

"ანაკლიის კონსორციუმთან" ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა პირველი შეფასებები პოლიტიკურ წრეებში.

"ნაციონალურ მოძრაობაში" თვლიან, რომ ივანიშვილს დაგეგმილი აქვს, ანაკლიის პორტის საკითხი პირად და ფინანსურ ინტერესებს დაუქვემდებაროს.

"ივანიშვილს დაგეგმილი აქვს, რომ ანაკლიის პორტის საკითხი, თუ ამას აღსრულება უწერია, პირად ინტერესებს და ფინანსურ დაუქვემდებაროს და ის ჯგუფები შემოიყვანოს, რომელიც უშუალოდ თავისი კონტროლის ქვეშ იქნება.

ამიტომ საზოგადეობისათვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება დროზე ჩამოშორდეს ქვეყანს, რათა ანაკლიის უმნიშვნელოვანის პორტი, რომელიც სახელმწიფო ინტერესებს შეესაბამება, განხორციელდეს საერთაშორისო ინვესტორების და კონსორციუმის მონაწილეობით," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლევან ბეჟაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები