19 აპრილი 2024,   17:40
ვრცლად
ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება - გიორგი ვაშაძე

ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება და ამაზე არჩევნების შემდეგ, აუცილებლად იქნება რეაგირება - ასე გამოეხმაურა პოლიტიკური პარტია "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების გაუქმების შესახებ. 

"ანაკლიას აქვს გადამწყვეტი როლი ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის. "ქართულ ოცნებას" არ აინტერესებს ეკონომიკის განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნა, მათ მხოლოს პერსონალური ინტერესები ამოძრავებთ,"-აცხადებს  პოლიტიკური პარტია "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულებას წყვეტს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები