21 თებერვალი 2020,   13:46
ვრცლად
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" სამართლებრივი დავის საფუძველი არ არსებობს - ცქიტიშვილი

ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი გადაწყვეტს და სახელმწიფოს უჩივლებს, მთავრობა იქნება წარმოდგენილი როგორც მხარე.

თუმცა, ინფრასტრუქტურის მინისტრი დავის დასაწყებად სამართლებრივ საფუძველს ვერ ხედავს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ამ სამართლებრივ დავაში შესვლა არ სურს. მაია ცქიტიშვილმა ასევე განმარტა, რომ საარბიტრაჟო დავა ახალი ინვესტორის ძებნის პროცესის შეფერხების საფუძველი არ იქნება.

"რა თქმა უნდა, ეს კონსორციუმის ნებაა და მათი უფლებაა, თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ჩვენ ბუნებრივია ვიქნებით დავაში ჩართული, როგორც მხარე.

არ მოვისურვებდით რაიმე სახის დავას იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი და იურისტების შეფასებით, დავის საფუძველი არ არსებობს. ვითარება ძალიან ნათელია, 2017 წლის აგვისტოს შემდეგ, მთავრობა კონსორციუმს უპრეცედენტო მხარდაჭერას უცხადებდა.

საარბიტრაჟო დავა არ ზღუდავს სახელმწიფოს უფლებას მოამზადოს ხელახალი ინტერესთა გამოხატვა პარტნიორის მოსაძიებლად, რომელიც სახელმწიფოს ამ პროექტის განსახორციელებლად სჭირდება.  სასურველი იქნებოდა ამერიკელი ინვესტორი. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ვერ იქნება მისაღები ისეთი ინვესტორი, რომელიც შეიძლება შეუთავსებელი იყოს ჩვენ სტრატეგიულ ინტერესებთან," - განაცხადა ცქიტიშვილმა.

დღის ამბები