17 აპრილი 2024,   02:48
ვრცლად
ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ - ზალკალიანი ტრამპის გზავნილებზე

ომის ნაცვლად სანქციები- დონალდ ტრამპის გზავნილებს პრემიერის და ანალიტიკოსების გარდა, საქართველოს საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრები გამოეხმაურნენ.

როგორც საგარეო უწყების პირველი პირი დავით ზალკალიანი აღნიშნავს, ის საერთაშორისო პარტნიორებთან მუდმივ კავშირზეა და განახლებულ ინფორმაციას იღებს  ახლო აღმოსავლეთში განთავსებული საელჩოებიდან.

ზალკალიანის შეფასებით, საქართველოსთვის ამ ეტაპზე, არავითარი საშიშროება არ არსებობს.

"პარტნიორების მხრიდან გვაქვს ყველანაირი საფუძველი იმის თქმისა, რომ პროცესები წავიდეს დეესკალაციის მიმართულებით და აქტიურად იყოს ჩართული ყველა დიპლომატიური მექანიზმი.

ჩვენ ინსტრუქტირებული გვყავდა ყველა ჩვენი საელჩო სპარსეთის ყურის რეგიონში. ამ რეგიონში იმყოფებიან ჩვენი მოქალაქეები. ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ და ვიქნებით აქტიურ კომუნიკაციაში ჩვენს მოქალაქეებთან,"- აღნიშნა ზალკალიანმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით კი, მთავრობის ეკონომიკური გუნდი აქტიურად მუშაობს, აანალიზებს ყველა საფრთხეს და ამ ეტაპზე საქართველოს ეკონომიკური პრობლემები არ ემუქრება.

 

ავტორი: დავით ცაგარელი

დღის ამბები