25 აპრილი 2024,   15:25
ვრცლად
საერთაშორისო ავიაკომპანიები ირანის ნაცვლად, საქართველოს საჰაერო სივრცეს გამოიყენებენ

საერთაშორისო ავიაკომპანიების ნაწილმა, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო, ირანის ნაცვლად, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება დაიწყო.

"დერეფანი აზერბაიჯანისა და თურქმენეთის გავლით გაცილებით უფრო დატვირთულია 9 იანვრის დილის საათებში, რადგან ბევრი ავიაკომპანია აღარ იყენებს ერაყისა და ირანის საჰაერო სივრცეს," – წერია პორტალ Flightradar24-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუკაზე ჩანს, რომ თვითმფრინავები ევროპული მიმართულებით ფრენისას აქტიურად იყენებენ საქართველოს საჰაერო სივრცესაც.

ახლო აღმოსავლეთში მოვლენების ესკალაციის გამო, ერაყისა და ირანის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე დროებით უარი თქვეს მსხვილმა საერთაშორისო ავიაკომპანიებმა, მათ შორის არიან Lufthansa, Air France, Singapore Airlines და Qantas Airways.

დღის ამბები