24 აპრილი 2024,   17:11
ვრცლად
ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება მთავრობის ინტერესებში არ შედის

ანალიტიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება მთავრობის ინტერესებში არ შედის, ამიტომ ხელისუფლებამ კონსორციუმს ხელი შეუშალა. მათი განცხადებით, პროექტი შესაძლოა განხორციელდეს, მაგრამ არა დასავლური და არა საერთაშორისო ინვესტიციით.

"შეუიარაღებლი თვალითაც ჩანს, რომ აქ პოლიტიკური მოტივი იკვეთება. მთავრობამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ანაკლიის პროექტი არ განხორციელებულიყო. ჯერ ერთი, ხაზარაძეს დააბრალეს ისეთი საშინელი რამ, რომ ყველა ინვესტორი, რომელიც ამ ჯგუფმა შეძლო მოეზიდა, მთავრობამ ყველა დაბლოკა,"- აცახდებს აკაკი ცომაია.

"შედეგი ზოგადად ქვეყნისთვის არის ძალიან სავალალო. ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და სტრატეგუული პროექტია და მისი ჩაგდება ცუდ სიგნალს გზავნის საინვესტიციო კლიმატის შესახებ და მე არ მიმაჩნია, რომ კოსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტით, ამ პროექტის განხორციელების შანსები გაიზარდა,"- აცახდებს ფინანსისტი, თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიგა ბედინეიშვილი. 

პოლიტიკურ კონტექსტს გამორიცხავს ექსპერტების მეროე ნაწილი და თვლის, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა ეს გადაწყვეტილება მიეღო, რადგან კონსორციუმმა ვალდებულებები არ შეასრულა.

"ვთვლი რომ ეს გადაწყვეტილება სამართლიანია, რადგან 7-ჯერ გადავადდა ვალდებულების შესრულება კონსორციუმისთვის სახელმწიფორ მხრიდან. გარდა ამისა, მათთვის შეღავათები იყო დაწესებული და ხელშეკრულებაში 40-მდე ცვლილება შევიდა. კონსორციუმისთვის ტვირთი იყო ამ პროექტის განხორციელება და შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან უნდა მიღებულიყო შესაბამისი გადაწყვეტილება,"- აცხადებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია.

ამავე თემაზე
დღის ამბები