18 აპრილი 2024,   22:44
ვრცლად
"ანას ბაღთან" დაპირისპირების დროს 10 დაკავებულის სასამართლო პროცესი 15 იანვრამდე გადაიდო

ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ვარკეთილში - პოლიციასა და მოქალაქეებს შორის ჩხუბის დროს 10 ადამიანი დააკავეს. "ანას ბაღთან" ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილობრივებმა დღეს სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს სამუშაოების დაწყების საშუალება არ მისცეს.

ვარკეთილის ზემო პლატოს მოსახლეობისთვის მიუღებელია იმ ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რომელიც, ადგილობრივების ინფორმაციით, იქ არსებულ გამწვანებას გაანადგურებს. ყველა დაკავებულს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან.

მათი სასამართლო პროცესი 15 იანვრამდე გადაიდო.

დღის ამბები