25 აპრილი 2024,   06:23
ვრცლად
ვიფიქრებთ ODIHR-ის მთავარი რეკომენდაციის გათვალისწინებაზე - გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი ODIHR-ის დასკვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დასკვნაში მოსამართლეების არჩევის წესის სტანდარტის შეცვლის პოზიტიური მხარეც არის აღნიშნული.

ვოლსკის თქმით, უმრავლესობა იფიქრებს იმ მთავარი რეკომენდაციის შესრულებაზე, რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დაკომპლექტების პროცესის შეჩერებას მოიცავს.

"ძალიან პოზიტიურია ის, რომ ამ დასკვნაშიც აღნიშნულია ისეთი რამ, რაც არ  იყო დამახასიათებელი საერთოდ საქართველოს სინამდვილისთვის. კერძოდ, იყო მოსამართლეების დანიშვნების პრაქტიკა და გადავიდა საერთაშორისო სტანდარტის სისტემაზე.

მთავარი რეკომენდაცია რაც არის, რომ აღარ გაგრძელდეს შევსება უმაღლეს საბჭოსი, რასაკვირველია, ეს თემა არის საფიქრალი, ვინაიდან მხოლოდ ნახევარია ჯერჯერობით დაკომპლექტებული უმაღლესი სასამართლოსი და ეს რაოდენობა საკმარისია, რომ პალატები დაკომპლექტდეს,"- განაცხადა გია ვოლსკიმ. 

შეგახსენებთ, რომ 9 იანვარს ეუთოს ოფიციალურ ვებგვერდზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის შესახებ ეუთო-ოდირის მეორე, კრიტიკული ანგარიში გამოქვეყნდა.

დღის ამბები